LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის გამარჯვებულები ცნობილია – მწერალთა სახლის ყოფილ ხელძღვანელს, ნატა ლომოურს სპეციალური პრიზი გადაეცა

165
ფორტუნა - 2023-09-19T223109.106

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის გამარჯვებულები ცნობილია.

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

ანა ჯავახიშვილი – სარდაფის ცოლები
ანუკი შატაკიშვილი – წუთით კოსმოსში
გიო ზედვაკელი – არავითარი პოეზია
გიორგი ჯამბურია – ჰაინერ მიულერის პიესები
გოგა ქობალია – ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად
გოდე გორგილაძე – რიო დე ჟანეიროს ხელმწიფე
ეკა მახარაშვილი – ახალი ძველი ამბები
ელზა გურგენიძე – ზაოდი
ირაკლი არიშვილი – დასაწყისის დასასრული
ირაკლი მაჩიტაძე – სიკვდილის ლურჯი ეკრანი
ოთარ ბიწაძე – სადღაც ჩაძირული გემებია

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

გუგა მგელაძე – განგაშის პოეზია
ნანა აბულაძე – ორივე სქესი
ოთარ ჯირკვალიშვილი – კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები
საბა მეტრეველი – ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე

წლის საუკეთესო პიესა

ბასა ჯანიკაშვილი – ვთამაშობთ გამზრდელს
ბესო ხვედელიძე – მარი ხუანით
ეკატერინე ტოგონიძე – ექვსი ნოეს კიდობანი
ვალერი ოთხოზორია – წმინდა ნაწილები
თამარ ბართაია – შავ-თეთრი

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

გიორგი აბდუშელიშვილი – სხვა ავღანური დღიური
თეიმურაზ დოიაშვილი, ნათია სიხარულიძე – გალაქტიონი უცენზუროდ
ლევან ბერძენიშვილი – 1921-1990 ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი
რატი მუჯირი – მონებს სამოთხეში არ უშვებენ

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

ლუქა ბაქანიძე – რომელი ხარ სარდაფსა შინა
ნინო თარხნიშვილი – სიცოცხლის დაზღვევა

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

დათო ქარდავა – მეორადი ჰომეროსი
ზაზა კოშკაძე – ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ
თემურ ელიავა – ყვავების ფოსტა
ირმა ბერიძე – კაცმა დარეკა
ნატო ინგოროყვა – ისმის ჩემი ხმა?
ნიკა ლაშხია – არ დაელოდო ანგელოზებს
ნინი ელიაშვილი – სხვა სახელით მოუხდებოდა
სოსო მეშველიანი – მწერი ქარვაში
ქეთი გზირიშვილი – ახსნა

წლის საუკეთესო რომანი

ზაზა ბურჭულაძე – ვარდის სურნელი
ზურა ჯიშკარიანი – სწრაფი ღამისიერი
თამარ ფოლადაშვილი – ძვლების წიგნი
თამრი ფხაკაძე – ჩვენ, თურმელები
ივა ფეზუაშვილი – მასკარაფორნე
რატი რატიანი – რომეო იცინოდა

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი:

დავით ახალაძე, უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა” (დიოგენე)
მაია ბადრიძე, კატია პეტროვსკაიას „ალბათ ესთერი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
სალომე ბენიძე, სალმან რუშდის „ოქროს სახლი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ლევან ბერძენიშვილი, ავტორთა კრებული, „მედეა” (ინტელექტი)
დავით კაკაბაძე, კლაუს მანის „მეფისტოფელი” (ინტელექტი)
ია ქვაჩახია, ელიფ შაფაქის „გამქრალი ხეების კუნძული“ (პალიტრა L)
დოდო ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს „კოსმოკომიკური ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „იგავი“ (პალიტრა L)
გიორგი ხულორდავა, აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“ (არტანუჯი)
პაატა ჯავახიშვილი, ისმაილ კადარეს „მკვდარი არმიის გენერალი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
თამარ ჯაფარიძე, კაზუო იშიგუროს „კლარა და მზე“ (პალიტრა L)

„საბა“ ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტ საბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ გადაეცათ ელზა გურგენიძეს წიგნისთვის „ზაოდი“ და ბერძენიშვილის წიგნისთვის „ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი“, ხოლო მკითხველის „საბა“ გადაეცა გოდე გორგილაძეს წიგნისთვის – „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“.

მწერალთა სახლის ყოფილ ხელძღვანელს, ნატა ლომოურს “თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის” ლიტერატურული პრემიასაბას“ სპეციალური ჯილდო გადაეცა.

„ძალიან დიდი მადლობა „საბას“ ჟიურის – თქვენ მაინც დააფასეთ და ნახეთ, რა გავაკეთეთ, დიდი მადლობა ამისთვის“, – თქვა ლომოურმა სიტყვით გამოსვლისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები