LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გიგაშვილი: „ამდენი ხანი როგორ შევიკავე თავი, არ ვიცი.. ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტი გავხდი“

267
გიორგი გიგაშვილი

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი 2024 წლის ოქტომბერში, ბეთჰოვენის ფესტივალზე რეზიდენტ არტისტის სტატუსით წარდგება.

ამის შესახებ გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საკონცერტო პროგრამას აქვეყნებს:

„ამდენი ხანი როგორ შევიკავე თავი, არ ვიცი. ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტი გავხდი 2024 წლის ოქტომბერში, 4 კონცერტით.

6 ოქტომბერი – ფესტივალის გახსნა. დავუკრავ ,,ეროიკა” ვარიაციებს.

10 ოქტომბერი – მე და ნინი ნუცუბიძეს გვექნება პრემიერა, როგორც დუეტს, ქართული სიმღერებით.

12 ოქტომბერი – მე და ნიკალა ზუბიაშვილი „სერიოზული მუსიკით”. ელექტრონული და კლასიკური მუსიკის სინთეზი.

15 ოქტომბერი – რაც ყველაზე მეტად მახარებს, ანსამბლ ,,რეზონანსთან” შევასრულებ, ვიდირიჟორებ და პრემიერა მექნება:

შნიტკეს საფორტეპიანო კონცერტის კამერულ ორკესტრთან ერთად,

ყანჩელის ,,ვალს-ბოსტონის” კამერულ ორკესტრთან ერთად.

და ჩემი ნაწარმოების!!! კამერული ორკესტრისთვის, ფორტეპიანოსა და ელექტრონული საუნდისთვის. მოკლედ, არც კი ვიცი, რამდენი მადლობა უნდა ვთქვა“, – წერს გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში.

ამდენი ხანი როგორ შევიკავე თავი არ ვიცი😭💘 ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტი გავხდი 2024 წლის ოქტომბერში, 4…

Posted by Gigashvili Giorgi on ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები