LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიების ნაწილი ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნას ეწინააღმდეგება

23

ბიზნესკომპანიების ნაწილი საპარტნიორო ფონდის ინიციატივას უსარგებლოდ მიიჩნევს. საუბარია ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოზე, რომლის შექმნაზე მუშაობა ფონდმა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო.

 

ექსპორტიორთა ნაწილი სააგენტოც ნაცვლად, მთავრობას ფინანსური ინსტიტუტის შექმნას სთავაზობს, რომელიც ექსპორტიორებს სესხებს შეღავათიანი პირობებით, ლარში გამოუყოფს. ”ჰერბიას” დირექტორი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბანკებს გარკვეული სუბსიდირება  უნდა გაუწიოს. მისივე თქმით, ექსპორტიორებისთვის მნიშვნელოვანია ასევე შეღავათების მიღება ენერგომატარებლებსა და ლოჯისტიკის საკითხებში.

 

”აირჩიე ქართულის” წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ასეთი ტიპის სააგენტოს შექმნა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. კომპანიის ცნობით, საექსპორტო გაყიდვების დროს წინასწარ თანხას ხშირად არ იხდიან, კომპანიების დაცულობისთვის კი გარანტიებია აუცილებელი, რაც ადგილობრივმა სახელმწიფო ორგანომ უნდა წარადგინოს.

 

ამ თემასთან დაკავშირებით, რადიო ”ფორტუნა” ეკონომიკურ ექსპერტებს დაუკავშირდა, რომელთა ნაწილი განმარტავს, რომ მთავრობის მხრიდან კერძო სექტორში ჩარევა დაუშვებელია. მათი თქმით, ხელისუფლებამ ბიზნესკომპანიებს დახმარება ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში უნდა გაუწიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები