LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსენსუსი ვერ მიიღწევა, რადგან ეს ოპოზიციის მიზანი არაა – მამუკა მდინარაძე

51

მუდმივად არის საუბარი, რომ “ქართული ოცნება” არ მიდის კომპრომისზე, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი. დადგება ახალი ინიციატივა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზებაზე საუბრისას განუცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციასთან კონსენსუსს, მდინარაძის თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდს არ პასუხობს კითხვაზე, თუ რა შემტხვევაში დაუჭერს მხარს ცვლილებებს.

“მათი მიზანი არ არის კონსენსუსი და შესაბამისად, კონსენსუსი ვერ მიიღწევა”,- აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კომპრომისი უნდა იყოს ისეთი, რომელიც არ დააზიანებს ქვეყნის ინტერესს და დაფუძნებული იქნება გულწრფელ ნაბიჯზე, რათა საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

“ეს ორი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გვექნება კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას”,- განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადების თანახმად, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციაა ასახული, პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები