LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რას იჯღანები?“ – სალომე სამადაშვილის მიმართვა და მამუკა მდინარაძის პასუხი: „მე მომმართავ? თქვენ გკითხოთ, გავიცინებ თუ არა სისულელეებზე?“

239
სალომე სამადაშვილი/მამუკა მდინარაძე

„რას იჯღანები? – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

„მე მომმართავ? ქალბატონო, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? თქვენ გკითხოთ, გავიცინებ თუ არა სისულელეებზე?“- უპასუხა სალომე სამადაშვილს მამუკა მდინარაძემ, რა დროსაც მდინარაძეს ანრი ოხანაშვილმა მოუწოდა, რომ გაეგრძელებინა საუბარი.

ცნობისათვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა.

„დატოვეთ დარბაზი. მანდატურს ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, დატოვეთ დარბაზი!“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა.

მანამდე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი გააძევა კომიტეტიდან.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის აპირებს სარჩელი შეიტანოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის და იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომლებიც ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობენ.

„ფიზიკური ძალადობაზე ვაპირებ სარჩელი შევიტანო როგორც პაპუაშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომელიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

ვიდეო: მაჭარაშვილმა ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – ხმაური და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

სალომე სამადაშვილის ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები