LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი მესამე მოსმენის საკითხებზე შედგება – ეკა ბესელია

116

კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი მესამე მოსმენის საკითხებზე შედგება, – ამის შესახებ განცხადებას მმართველი გუნდის წარმომადგენელი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აკეთებს.

„ალბათ, იქნება ყველაზე გონივრული, რომ ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე იყოს შეხვედრის წინაპირობა ისეთი, რომ არ იყოს რაღაც კონკრეტული დათქმა…  სასურველია, რა თქმა უნდა, თუ იქნება საკითხთა ის წრე, რომელიც შესაძლებელია, იყოს განხილული მესამე მოსმენის ფარგლებში,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

მესამე მოსმენით კი მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი და შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებების შეტანა არ ხდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს, ისაუბრობს პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის შეცვლის შესახებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები