LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის მარტინს გვინეტ პელთროუსთან დაშორება რუმის პოეზიამ გადაატანინა

63

კრის მარტინი და გვინეთ პელთროუ დაშორებიდან ორი წლის შემდეგაც მეგობრებად რჩებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად აქვთ – პელთროუ ტელეპროდიუსერ ბრედ ფალჩაკს ხვდება, მარტინი კი, როგორც ტაბლოიდები ამტკიცებენ – ანაბელ უოლისს. თუმცა თავდაპირველად ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ძალიან გაუჭირდათ – მუსიკოსი ამბობს, რომ დეპრესიას მთელი წელი ებრძოდა.

20160321-gwy3

კრის მარტინმა Sunday Times-თან განაცხადა, რომ მდგომარეობიდან გამოსვლა ცოტა ხნის წინ მოახერხა. მუსიკოსის თქმით, მას ძალიან დაეხმარა რუმის პოეზია.

გვინეტი და კრისი 2003 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ – 11 წლის ეპლი და 9 წლის მოზესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები