LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდო ტყუპების მამა გახდა

94

პორტუგალიური ტელეარხის ცნობით, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ტყუპების მამა გახდა. მათი მტკიცებით, სუროგატმა დედამ სპორტსმენს გოგონა და ვაჟი ამ დღეებში გაუჩინა. თავად ვარსკვლავს ამ ფაქტზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონალდო მამა გახდებოდა, პრესაში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა იმის შესახებაც, რომ ფეხბურთელი და მისი მეგობარი გოგო, ჯორჯინა როდრიგესი მალე მშობლები გახდებიან და შესაბამისი ფოტოები ქსელშიც მოხვდა.

თაყვანისმცემლებს ისღა დარჩენიათ, რომ ამ ყველაფრის ოფიციალური დადასტურება თავად რონალდოსგან მოისმინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები