LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდოს სუროგატი დედა ტყუპებს გაუჩენს

78

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში მატებაა. ცნობილი ფეხბურთელი სულ მალე ტყუპი ბიჭების მამა გახდება, თუმცა მათ არა რონალდოს 23 წლის მეგობარი გოგონა, ჯორჯინა როდრიგესი, არამედ სუროგატი დედა გააჩენს. მისი ვინაობა არა მარტო ფართო მასებისთვის, არამედ რონალდოს ოჯახის წევრებისთვისაც უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ქალბატონი აშშ-ში ცხოვრობს.

სპორტსმენთან დაახლოებული წყაროს ცნობით, კრიშტიანო პატარებს დაბადებისთანავე 5 მილიონ ევროდ შეფასებულ თავის მადრიდულ სახლში წაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანოს უკვე ჰყავს ერთი ვაჟიშვილი, რომელიც ქვეყანასა ამავე გზით მოევლინა. სპორტსმენს არაერთხელ უსაუბრია უმცროსი რონალდოს შესახებ და უთქვამს, რომ ის დედას არ იცნობს და მის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგებს, როდესაც გაიზრდება და ამისი სურვილი ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები