LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუპრავა და სარალიძე სისტემის მსხვერპლთა რეგისტრაციას იწყებენ

64

ზაზა სარალიძემ და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ იწყებენ მოძრაობას იმ პირების შემოსაკრებად, ვინც მიიჩნევს, რომ სისტემამ დაჩაგრა.

როგოც ზვიად კუპრავამ განაცხადა, შეადგენენ ბაზას, სიას და მთავრობას ამ პირების საქმეების გამოძიებას მოსთხოვენ. საქმეების გამოსაძიებლად მთავრობას, მათი თქმით, გონივრული ვადა დაუწესდებათ.

„ვიწყებთ მოძრაობას ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა, იძალადა მათზე და მოტყუებული არიან. ჩვენ ვიწყებთ იმ ადამიანების რეგისტრაციას, ვინც არის სისტემის მსხვერპლი. რეგისტრაცია ორშაბათს, 11:00 საათიდან „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრში“ დაიწყება“, – აცხადებს ზვიად კუპრავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები