კვირას, BMW Club Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს დრაგის ჩემპიონატი გაიმართება

36

კვირას, 17 სექტემბერს, 12 საათზე,  BMW Club Georgia-ს ორგანიზებით,  საქართველოს დრაგის ჩემპიონატის, იგივე Georgian Drag Racing Series-ის, ფინალურi შეჯიბრი გაიმართება.

როგორც ღონისძიების ორგზანიზატორები აცხადებენ, მთავარი მიზანია ქუჩის რბოლების აღკვეთა და უსაფრთხო, ორგანიზებულ გარემოში გადმოტანაა.

“ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესია დრაგის ჩემპიონატის მიმართ. ამას ემატება ის სუპერ თუ სპორტული ავტომობილები, რომლის ერთად ნახვაც ჩვენი ღონისძიების მიღმა შეუძლებელია. წლევანდელ ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს 100–მდე პროფესიონალურად თუ ქარხნულ დონეზე მომზადებული, საქართველოს თუ მეზობელი ქვეყნების უსწრაფესი ავტომობილები. ღონისძიება შუქდება პროფესიონალური აპარატურით და გაშუქდება ტელე, რადიო, ბეჭდვით თუ ინტერნეტ მედიასივრცეში,” – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ,  მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში.

“ეს ძალიან უწყობს ხელს ქუჩის რბოლების აღმოფხვრას, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად სრულდება ხოლმე ფატალური შედეგებით,” – მიაჩნიათ  ღონისძიების ორგანიზატორებს.

ფინალურ ეტაპზე ასევე ემატება 2 მოტო კლასი, სადაც გამოვლინდებიან საქართველოში ყველაზე სწრაფი მოტო მრბოლელები.

ჩემპიონატი ტარდება ცხრა პროფესიონალ და მოყვარულთა კლასს შორის – კუბატურის და ამძრავი თვლების მიხედვით.

ღონისძიების სპორნსორები და პარტნიორები არიან:

• დრაგ რეისინგის 2017 წლის სეზონის გენერალური სპონსორია ავტოიმპორტიორი კომპანია Carexpress;
• ჩემპიონატის ექსკლუზიური რადიოპარტნიორები არიან “რადიო ჰოლდინგ ფორტუნაში” შემავალი რადიოები – “ფორტუნა+” და “ავტორადიო”; • 2017 წლის სარბოლო სეზონის მედია მხარდამჭერები არიან: კინოთეატრები Cavea East Point, Cavea Tbilisi Mall  და კინოთეატრი “რუსთაველი”;
• BMW-ს კლუბის ჯანმრთელობაზე ზრუნავს Aspria Fitness;
• ურთიერთობაში ხელისშემწყობი კომპანიაა smsoffice.ge – მესიჯები ბიზნესისთვის.
• ასევე პარტნიორები არიან ვებსტუდია 63BITS, ჯგუფი SEU Art Project და “სამზარეულო”. (ვიდეო)

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები