LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი : საკონსტიტუციო უმრავლესობას არ განვიხილავთ, როგორც პრივილეგიას

9

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას არ განიხილავს როგორც პრივილეგიას, პარტიისთვის ეს დიდი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად, ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
”ჩვენი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ჩვენ ამ უმრავლესობას არ განვიხილავთ, როგორც პრივილეგიას. ჩვენთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქვეყნისთვის საჭირო, სწრაფი და შეუფერხებელი გადაწყვეტილებები მივიღოთ და ამავე დროს ეს არის უდიდესი ანგარიშვალდებულება ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ამას სრულად ვაცნობიერებთ. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას და ფართო კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სასარგებლოდ, სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და ქვეყნის განვითარებისთვის იქნება მიღებული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.