LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში ბიო მარწყვის მოყვანა დაიწყო

338

ლაგოდეხის რაიონში ეკოლოგიურად სუფთა მარწყვის მოყვანა დაიწყო.

როგორც ”ფორტუნას” ”ბიო მარწყვის” სათბურის მფლობელმა გიორგი დარეჯანაშვილმა განუცხადა, მარწყვის პირველ მოსავალს მიმდინარე თვის ბოლოს ელის.

”პირველ მოსავალს თებერვლის ბოლოს დავკრეფთ. დაახლოებით, 1 ტონამდე მოსავალს ველოდებით. თუ გაამართლა და პროდუქციის რეალიზაციაც წარმატებით განხორციელდა, ბუნებრივია, წარმოებული მარწყვის რაოდენობას გავზრდით”, – განაცხადა დარეჯანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”ბიო მარწყვი” მოლაპარაკებებს აწარმოებს სუპერმარკეტების ქსელებთან. თუ მხარეები ფასსა და მიწოდებაზე შეთანხმდნენ, სათბურის მარწყვის ყიდვას მომხმარებელი სუპერმარკეტებში შეძლებს.

”ჩვენი მარწყვი არის ეკოლოგიურად სუფთა. ეს არის ალბიონის ჯიშის გაუმჯობესებული ვარიანტი. თუ არ ვცდები ესპანური ჯიშია და სანანდრეასი ჰქვია. არ არის გენმოდიფიცირებული და შესახედაობითაც მოცულობითი და მიმზიდველია”, – აღნიშნა სათბურის მეპატრონემ.

”ბიო მარწყვის” სათბური ლაგოდეხში 2015 წლის ოქტომბერში შეიქმნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები