LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანჩხუთში პოლიციელს თავს დაესხნენ – დაკავებულია ორი პირი

58

ლანჩხუთში პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა. ამ ბრალდებით, ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს. ორივე მათგანი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათი სამიზნე ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა. კერძოდ, ძმებმა რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთში კლინიკა „მედალფას“ ექიმი-ნევროპათოლოგი სცემეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს ნ.ჩ. და ნ.ჩ. ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, თავს დაესხნენ დეტექტივ-გამომძიებელს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. მან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად იცავს როგორც მოქალაქეთა, ასევე, საკუთარი თანამშრომლების უფლებებს, ღირსებას და უსაფრთხოებას. უწყება პოლიციელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტზე, ისევე, როგორც სხვა სახის დანაშაულებზე, უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს,” – აღნიშნულია უცხების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები