LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი ახალ წონასწორობას ეძებს

44

ლარი წონსაწორობის ახალ ნიშნულს ეძბეს. ამის შესახებ დღევანდელი „რეზონანსი“ წერს და გარკვეულ პროგნოზებსაც აკეთებს. სპეციალისტებს ლარის სწრაფი გამყარება ეჭვებს უჩენს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე ტრენდი გალარების პროგრამის მოკლევადიანი ეფექტით იყოს გამოწვეული. ეჭვები კი 17 მარტის შემდეგ გაიფანტება. ანუ თუ ეს ტენდენცია მარტის ბოლომდე გაგრძელდება, მაშინ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლარი 2.3-2.35 ნიშნულზე გაჩერდება და ეს იქნება მისი ახალი წონასწორობა.

ბაზარზე კი ადგილობრივი პროდუქცია ამოიწურა. როგორც „რეზონანსი“ წერს, დახლებზე მხოლოდ იმპორტირებული პროდუქტია, თუმცა რეალიზაციის მიზნით მოვაჭრეები მას ქართულ პროდუქტად ასაღებენ. იმპორტირებული პროდუქცი საკმაოდ ძვირია და მარტ-აპრილში ინფლაციის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები