LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი გაზაფხულზე დასტაბილურდება – ექსპერტი

80

ლარის კურსის ვარდნა კვლავ გაგრძელდება, ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „რაკურსში“ ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტმა ირაკლი მაკალათიამ განაცხადა. მისი თქმით, დინამიკა 2008 წლიდან დღემდე აჩვენებს, რომ ლარის კურსი ზამთრის პერიოდში ყოველთვის ეცემა. მაკალათია ვარაუდობს, რომ 1 დოლარის ღირებულება 3 ლარამდე არ ავა და 2.8 ლარი იქნება მაქსიმალური ნიშნული.

ეროვნული ვალუტა კი, ექსპერტის მოსაზრებით, გაზაფხულიდან დასტაბილურდება. ირაკლი მაკალათია დარწმუნებულია, რომ დოლარის ასეთი მაღალი ნიშნული აუცილებლად შემცირდება, თუმცა უჭირს თქმა, რა ნიშნულამდე ჩამოვა აშშ-ს ვალუტის ღირებულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები