LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული იტალიელი პედაგოგის 17 შეუფასებელი რჩევა მშობლებს

83

მიიჩნევა, რომ მეოცე საუკუნეში მხოლოდ სამმა პედაგოგმა მოახდინა რევოლუცია ბავშვების აღზრდის სისტემაში. ესენი არიან – ამერიკელი ჯონ დიუი, გერმანელი გეორგ კერშენტშტეინერი და იტალიელი მარია მონტესორი. სწორედ ამ უკანასკნელმა შექმნა პრაქტიკული და აუცილებელი რჩევების კრებული მშობლებისთვის. გირჩევთ, წელიწადში ერთხელ მაინც გადაავლოთ თვალი ამ, ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ ძალიან გონივრულ რეკომენდაციებს. ფაქტია, რომ მისი რჩევების გათვალისწინებით ბევრი მშობლისა და შვილის ურთიერთობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

1870 წელს დაბადებული მარია მონტესორი გახდა პირველი ქალი იტალიიდან, რომელმაც სამედიცნო განთლება მიიღო და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გახდა. სახელობითი სკოლის გახსნის შემდეგ მონტესორიმ ბავშვებთან მუშაობის უახლესი მეთოდოლოგია შექმნა, მოგვიანებით კი მუშაობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან გააგრძელა.

17 რჩევა მარია მონტესორისგან:

  1. ბავშვები  სწავლობენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მუდამ მათთან ერთად არიან
  2. როცა ბავშვს ხშირად ეჩხუბებიან, ის განკითხვას სწავლობს
  3. როცა ბავშვს ხშირად აქებენ, ის სწავლობს დაფასებას
  4. თუ ბავშვს აჩვევენ დაპირისპირებას, ის სწავლობს ჩხუბს
  5. თუ ბავშვთან არ იტყუებიან, ის სწავლობს სამართლიანობას
  6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან, ის მორიდებული და ჩაკეტილი ხდება
  7. თუ ბავშვი ცხოვრობს დაცულობის შეგრძნებით, ის მასში რწმენას ანვითარებს
  8. თუ ბავშვს ხშირად ამცირებენ, ის თვლის რომ დანაშავეა
  9. თუ ბავშვს ხშირად აქეზებენ კარგი ქმედებების გასაკეთებლად, ის უფრო თავდაჯერებული ხდება
  10. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს რომ საჭიროა, ის ამ სამყაროში აუცილებლად იპოვის სიყვარულს
  11. არ ისაუბროთ ცუდად ბავშვზე, არც მასთან ერთად, არც მის გარეშე
  12. კონცენტრირდით ბავშვებში კარგი თვისებების აღმოჩენაზე და  ცუდისთვის დრო აღარ დარჩება
  13. ყოველთვის მოუსმინეთ ბავშვს, რომელიც მოგმართავთ და უპასუხეთ ნებისმიერ კითხვაზე
  14. დააფასეთ ბავშვი, რომელმაც შეცდომა დაუშვა და მოგვიანებით მას აუცილებლად გამოასწორებს
  15. იყავით მზად დაეხმაროთ პატარას, რომელიც ძიების პროცესშია და  დარჩეთ შეუმჩნეველი იმისთვის, ვინც ყველაფერი იპოვა
  16. დაეხმარეთ ბავშვს ისწავლოს ის, რაც ადრე უძნელდებოდა. გააკეთეთ ეს ზრუნვით, თავშეკავებითა და სიყვარულით
  17. ბავშვთან ურთიერთობაში იყავით უშუალოები, შეეცადეთ მას აჩვენოთ ყველაფერი საუკეთესო რაც თქვენშია
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები