LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის ბედნიერი ფოტო

1010

გუკა რჩეულიშვილი 6 აპრილს 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მას ციხის კართან უამრავი ახლობელი ადამიანი დახვდა. პირველი მეუღლე, ლელა კილაძე შეეგება. მათმა ემოციური შეხვედრის კადრებმა ინტერნეტსივრცე მოიარა.

გუკამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იქიდან შვილის სანახავად მიდიოდა, რომელიც მცირე ხნის წინ დაიბადა და მას ნანახი არ ჰყავდა.

მოგვიანებით, ლელა კილაძემ გუკასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი ძალიან ბედნიერად გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ გუკასთვის ეს მეორე ქორწინებაა, ლელასთვის – მესამე. გუკას პირველი მეუღლე მსახიობი ნუცა კუხიანიძეა, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს, ხოლო ლელა კილაძეს პირველი ქორწინებიდან ორი, მეორე ქორწინებიდან გიგი უგულავასთან – ერთი შვილი ჰყავს. გუკასა და ლელას ახლახან საერთო შვილი, გოგონა შეეძინათ, რომელსაც თრინითი დაარქვეს, „მატრიცის“ პერსონაჟის საპატივცემულოდ.

თრინითი რჩეულიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები