LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა ქიტესაშვილი ოთხ უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს

78

თიანეთის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან”, ლელა ქიტესაშვილი, ოთხ უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს.

ლელა ქიტესაშვილის განცხადებით, თიანეთის მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებიდან 6 ბიულეტენი დაიკარგა ან მოიპარეს. მისივე განმარტებით, თავის დროზე აღნიშნულ 6 ბიულეტენთან დაკავშირებით საჩივარი დაწერილი არ არის, თუმცა სამართლებრივად შესაძლებელია არჩევნების განმეორებით ჩატარების მოთხოვნა.

მე მივიღე სააპელაციო სასამართლოს შედეგი, მაგრამ ახალი, უხეში სამართალდარღვევა ფიქსირდება. მე მაქვს თიანეთის ოთხი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, სადაც აშკარად ჩანს, რომ დაკარგულია ან მოპარულია 6 ბიულეტენი. ნებისმიერი საარჩევნო უბნის შედეგების დათვლისას ნამდვილი ბიულეტენებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი უნდა ემთხვეოდეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობას. ჩვენ გვაქვს დისბალანსი, ორ უბანზე თითო ბიულეტენია დაკარგული და ორ უბანზეორორი, – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

ქიტესაშვილის განცხადებით, კანდიდატებს შორის სხვაობა რომ ყოფილიყო 10-ზე მეტი ხმა, ეს 6 ბიულეტენი გავლენას ვერ იქონიებდა შედეგზე და არც მსჯელობის საგანი გახდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები