LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმიას კონცერტმა დიდ საკონცერტო დარბაზში ანშლაგით ჩაიარა

322

ლელა წურწუმიას დიდი ხნით ადრე დაანონსებული კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. მომღერლის დიდი ხნის თაყვანისმცემლებს ახალგაზრდა მსმენელიც შეუერთდა, რომელიც ლელა წურწუმიას მსმენელთა შორის არცთუ დიდი ხნის წინ ჩაეწერა. „ღამის სიჩუმე გაფანტე“ ბოლო დროს კლუბურ სივრცეებშიც კი ისმოდა…

„გუფი ლენდსა“ და დავით მაზანაშვილის ორკესტრთან ერთად ლელა წურწუმიამ ყველა იმ ჰიტის ახლებური ვერსია მოამზადა, რომელიც მსმენელს მისი რეპერტუარიდან ძალიან უყვარს. პოპულარული მომღერალი მოცეკვავეების ჯგუფთან ერთად ასრულებდა სხვადასხვა მოძრაობას (ქორეოგრაფი: ანდრო მელქუმოვი) და თან ცოცხლად მღეროდა ბექ-ვოკალისტების შემადგენლობის თანხლებით, ასევე აჟღერდა დუეტებიც, რომლებიც ლელამ მეგობრებთან ერთად იმღერა. კონცერტის რეჟისურა, ისევე, როგორც პირველი კონცერტისას, რომელიც ფილარმონიაში გამართა, ლელა წურწუმიამ დავით დოიაშვილს მიანდო.

რასაკვირველია, ლელა წურწუმიას შოუს არ ჩაუვლია საინტერესო კოსტიუმების გარეშე, რომლებიც მომღერალმა დიზაინერებს საკუთარი გემოვნებით შეაკერინა, მხოლოდ ერთი კაბა, რომელიც კონცერტის დასაწყისში მოირგო, ცნობილი ბრენდის „Balmain“-ის გახლავთ.

სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები, რომლებიც კონცერტს ადევნებდნენ თვალს, სიამოვნებით აზიარებდნენ ლაივ-ვიდეოებს კონცერტიდან და კოლეგასა და მეგობარს წარმატებით გამართულ ღონისძიებას ულოცავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები