დღეს მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 63 წლის გახდებოდა. ცნობილი ქართველი მომღერალი 1963 წლის 17 აგვისტოს დაიბადა, ხოლო გარდაიცვალა ისრაელში, თელ-ავივში, 2021 წლის თებერვალში, მძიმე დიაგნოზით.
„ნიკოლოზის კითხვები“ გვთავაზობს ამონარიდს ერთ-ერთი გადაცემიდან, სადაც ლელა წურწუმია ზურა დოიჯაშვილს იხსენებს:
„ზურიკო ხომ წავიდა ისრაელში. სანამ წავიდოდა, იქამდე ვნახე. არ უნდოდა წასვლა. მითხრა, არ მინდა წასვლაო. მის სიმღერას, რომელიც ტელეფონში მაქვს, განსაკუთრებული ტექსტი აქვს, ის თბილისს უმღერის…“, აღნიშნავს ლელა წურწუმია.
