LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ადრე იცოდნენ ხოლმე თქმა, რა ენაღვლება, ეგ ამერიკაშია, იტალიაშია… არ არის ასე. ემიგრაციაში ცხოვრება ურთულესი ტვირთია…“ – რას ამბობს ემიგრანტებზე ლელა წურწუმია და რატომ უხარია განსაკუთრებულად მათთან ჩასვლა კონცერტებით

267
page

ლელა წურწუმია ეკა ხოფერიას პოდკასტში საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ უხარია განსაკუთრებულად ემიგრანტებთან კონცერტებით ჩასვლა:

„განსაკუთრებულად მიხარია მათთან ჩასვლა, იმიტომ, რომ ისინი არიან მოწყვეტილები სამშობლოს, ისინი არიან მოწყვეტილები თავიანთ ოჯახებს, ახლობელ ადამიანებს და ვის რის ფასად უჯდება ამ ცხოვრების განვლა, ეს ძალიან რთულია… მინდა, განსაკუთრებულად მოვეფერო ჩვენს ემიგრანტებს. ადრე იცოდნენ ხოლმე თქმა, რა ენაღვლება, ეგ ამერიკაშია, ეგ იტალიაშია… კარგად არის… არ არის ასე… ემიგრაციაში ცხოვრება – ეს არის ურთულესი ტვირთი. გარდა იმისა, რომ უნდა იშრომო და ევროპაში მუშაობა ასე ადვილი არ არის… როცა კონცერტს ვგეგმავ, სპეციალურად ისე ვამთხვევ დღეებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ თავისუფლები და შეძლონ მოსვლა…“

@ekakhoperiacity

განსაკუთრებულად მიხარია მათთან შეხვედრა … ლელა წურწუმია ემიგრანტებზე 🤍 ახალი შეხვედრები ამ ბმულზე 🔗https://youtu.be/eB_fDagI7ug?si=qW04WZzTsk1GPnF5

♬ original sound – Eka Khoperia
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g