LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ჯიბღაშვილი ბათუმელ ლამაზმანს გაუმიჯნურდა – ნახეთ ფოტოები

454

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც არაერთხელ შესულა სასურველი ქართველი სასიძოების ათეულებში, ჯერჯერობით უცოლოა. მას უამრავი თაყვანისმცემელი გჰყავს და მისი პირადი ცხოვრებითაც ხშირად ინტერესდებიან.

აქამდე ცნობილი იყო, რომ მას რომანი ჰქონდა მომღერალ სალომე წვერაიძესთან. სალომე განქორწინებულია და ერთი შვილი ჰყავს. წყვილი ჟურნალისტებთან გახსნილად საუბრობდა საკუთარი ურთიერთობებისა და სიყვარულის შესახებ.

ბოლო პერიოდში ქალაქში ჭორაობენ იმის შესახებ, რომ ლევანი და სალომე ერთმანეთს დაშორდნენ და მსახიობს ახალი გატაცება ჰყავს. მისი რჩეული ბათუმელი ლამაზმანია – ნინიკო ნაცარიშვილი.

ლევანმა და ნინიკომ ერთმანეთი ბათუმში გაიცნეს, სადაც ახალგაზრდა ბიზნესმენი საქმეზე იყო ჩასული – თავისი მორიგი რესტორანი გახსნა. წყვილი უკვე დაახლოებით სამი თვეა, რაც ერთად არის.

ნინიკო გათხოვილი გახლდათ, ქმარს, ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძეს დაშორებულია. კარგი გარეგნობის მიუხედავად, არ აქვს აქტიური სამოდელი კარიერა, მხოლოდ რამდენიმე ჩვენებაზეა გამოსული, თუმცა მისი „ფეისბუქის“ გვერდზე ბევრ პროფესიონალურ ფოტოსესიას ნახავთ.

ნინიკოს „ინსტაგრამის“ გვერდზე ლევანთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ნახავთ, ასევე ლევანის ფოტოს, რომელსაც გული აქვს მიხატული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები