LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვასაძე ღამის კლუბებში მოსიარულე ხალხს მწვავედ აკრიტიკებს

119

ბიზნესმენი ლევან ვასაძე სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ის ღამის კლუბებში მოსიარულე ხალხს აკრიტიკებს, განსაკუთრებით კი მის მფლობელებს და თავისი თაობის “მოძიგძიგეებს”.

ვასაძის თქმით, ღამის კლუბების მფლობელები ნარკომოვაჭრეებიც არიან და სისხლიან ფულს ითვლიან.

“ნარკომოვაჭრეებს გარს არტყია დიდი წრე, ნარკომომხმარებლების, რომლებიც ძირითადად მშობლებგაშორებული, უბედური ოჯახებიდან არიან. მათ ნარკო და სხვა სახის დაავადებებით, უოჯახობით და სხვა პრობლემებით მოუწევთ ცხოვრება, ღმერთმა დაიფაროთ.

ჩემი თაობის არხეინი, “მერერამოხდაისტების” წრე, რომლებმაც თავისი უკვე იძიგძიგეს, წაუნარკომანებენ კიდეც, წაიმიშისტებენ კიდეც, წაიკახპებენ კიდეც და ა.შ.”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ის ასევე ეკითხება, მისი თაობის წარმომადგენლებს, თუ შეუძლიათ ბრძოლა, სად იყვნენ მაშინ, როცა აფხაზეთს ართმევდნენ.

https://www.youtube.com/watch?feature=share&v=opcBvq1o2tA&app=desktop

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები