LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბერთი თავის კლიენტებს ალდაგის პროდუქტებს შესთავაზებს

101

სადაზღვევო კომპანიამ ”ალდაგი” ”ლიბერთი ბანკთან” მსხვილი შეთანხმების გაფორმებაზე განაცხადა. BGEO Group -ის  შვილობილი სადაზღვევო კომპანია ”ლიბერთისთან” ავტოდაზღვევის კუთხით ითანამშრომლებს.

როგორც ”ფორტუნას” ”ალდაგიდან” აცნობეს, შეთანხმების მიხედვით, ”ლიბერთი” თავის კლიენტებს ”ალდაგის” პროდუქტებს შესთავაზებს, ყოველი სადაზღვევო პოლისის პრემიის საფუძველზე დაწესებული საკომისიოს სანაცვლოდ.

„ამ გარიგებით ”ალდაგი” შეძლებს იპოვოს დამატებითი წყაროები წამყვანი სადაზღვევო პროდუქტების მაღალხარისხიანი გარიგებებისთვის და გააგრძელოს მრავალარხიანი სადისტრიბუციო ქსელის წარმატებული დივერსიფიცირება“, – აცხადებს BGEO Group -ის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები