LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიგა ისევ უსამართლოდ დაწყვილდა: საბას გაუმართლდა, მაგრებს არა

50

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დასრულდა. როგორც ხდება ხოლმე, ამჯერადაც მივიღეთ ჯგუფები, სადაც თუნდაც სამი ისეთი გუნდია, ნებისმიერის ჩარჩენა საცოდაოება იქნება. სამაგიეროდ, საოცარი ჯგუფია D ჯგუფი, სადაც ისეთმა გუნდებმა მოიყარეს თავი, რომლებიც საერთოდ რომ არ იყვნენ ლიგაზე, არაფერი დაშავდებოდა. ერთადერთი პოზიტივი აქ ის არის, რომ D ჯგუფში ჩვენი საბა კვირკველია გამოდის და მისი წარმატება გულშემატკივარს გაახარებს.

უეფას დაწყვილების სისტემას კი კრიტიკოსები ალბათ არასოდეს მოაკლდება. მართლაც ალოგიკურია პირველი კალათაში იყოს მოსკოვის „ლოკომოტივი“ და მესამეში ლიგის შარშანდელი ფინალისტი „ლივერპული“.

მოკლედ, ვერაფერს შევცვლით, ჯგუფები კი ასე განაწილდა:

A ჯგუფი
ატლეტიკო (ესპანეთი)
დორტმუნდი (გერმანია)
მონაკო (საფრანგეთი)
ბრიუგე (ბელგია)

B ჯგუფი
ბარსელონა (ესპანეთი)
ტოტენჰემი (ინგლისი)
ეინდჰოვენი (ჰოლანდია)
ინტერი (იტალია)

C ჯგუფი
პსჟ (საფრანგეთი)
ნაპოლი (იტალია)
ლივერპული (ინგლისი)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)

D ჯგუფი
ლოკომოტივი (რუსეთი)
პორტუ (პორტუგალია)
შალკე (გერმანია)
გალათასარაი (თურქეთი)

E ჯგუფი
ბაიერნი (გერმანია)
ბენფიკა (პორტუგალია)
აიაქსი (ჰოლანდია)
აეკ (საბერძნეთი)

F ჯგუფი
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
შახტარი (უკრაინა)
ლიონი (საფრანგეთი)
ჰოფენჰაიმი (გერმანია)

G ჯგუფი
რეალი (ესპანეთი)
რომა (იტალია)
ცსკა (რუსეთი)
პლზენი (ჩეხეთი)

H ჯგუფი
იუვენტუსი (იტალია)
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
ვალენსია (ესპანეთი)
იანგ ბოიზი (შვეიცარია).

 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 18/19 სექტემბერს გაიმართება.

2/3 ოქტომბერი: II ტური
23/24 ოქტომბერი: III ტური
6/7 ნოემბერი: IV ტური
27/28 ნოემბერი: V ტური
11/12 დეკემბერი: VI ტური

17 დეკემბერი: 1/8-ფინალის წილისყრა
12/13/19/20 თებერვალი: 1/8-ფინალის პირველი მატჩები
5/6/12/13 მარტი: 1/8-ფინალის საპასუხო მატჩები

15 მარტი: 1/4-ფინალის წილისყრა
9/10 აპრილი: 1/4-ფინალის პირველი მატჩები
16/17 აპრილი: 1/4-ფინალის საპასუხო მატჩები

19 აპრილი: 1/2-ფინალის წილისყრა
30 აპრილი/1-ლი მაისი: 1/2-ფინალის პირველი მატჩები
7/8 მაისი: 1/2-ფინალის საპასუხო მატჩები

1 ივნისი: ფინალი, მადრიდი “მეტროპოლიტანო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები