LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლიკა ძალიან ლამაზი და პოპულარული იყო და ალბათ უნდათ, რომ რაღაცა მიაწებონ” – ეკა მამალაძე

499

ლიკა ძალიან ლამაზი და პოპულარული იყო და ალბათ უნდათ, რომ რაღაცა მიაწებონ, – ამის შესახებ მომღერალმა ეკა მამალაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.

მამალაძე ლიკა ქავჟარაძის ბავშვობის მეგობარია. მომღერალს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიკა ქავჟარაძეს მისი ბოლო როლის ტექსტი ჰქონდა ჩახუტებული და ისე გარდაიცვალა.

”ლიკას წასვლა მთელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე იყო. არ ჩერდება მისი ფოტოები უცხო ადამიანების, ახალგაზრდა თაობისგან, ძველი თაობისგან და ა.შ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ის გრძნობდა ამას. მე არ მომწონს ამ თემასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, თუმცა რა თქმა უნდა არის, რადგან ლიკას წასვლა ასე ადვილად არ მოხდებოდა, მაგრამ ნაწილს საზოგადოებისა უნდა, რომ შექმნას რაღაც სხვა. ის პოპულარული და ლამაზი ქალბატონი იყო. ალბათ უნდათ, რომ რაღაცა მაინც მიაწებონ. მე ინფორმაცია მაქვს, რომ როცა ლიკა ნახეს, ის იყო ძალიან მშვიდ პოზაში. მას ეძინა. მან გასაოცარი სიყვარული დატოვა, რადგან არ აღიზიანებდა საზოგადოებას, არ იყო არანაირად აქტიური, იყო თავისთვის, აკეთებდა თავის საქმეს როგორც შეეძლო, მაგრამ მან დატოვა დიდი სიყვარული”, – განაცხადა მამალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები