LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილო მოლი ონლაინ სივრცეში გადადის

824

გაზაფხულიდან “ლილო მოლი” ონლაინ სივრცეშიც გამოჩნდება და თქვენ სასურველი ნივთის შესაძენად ქალაქგარეთ გასვლა აღარ მოგიწევთ.

როგორც “ფორტუნასთან” “ლილო მოლის” პრეზიდენტმა ლევან გაგუამ განაცხადა, ვებ–გვერდი, რომლის სავარაუდო სახელი Lilomarket.ge იქნება, amazon.com-ისა და ebay-ს მიხედვით იქმნება.

ონლაინ მარკეტში სწორედ ის პროდუქცია იქნება განთავსებული, რომელსაც ადგილზე “ლილო მოლში” იხილავთ.

ჩვენთან იქნება ყველასგან განსხვავებული პროდუქტი. საიტზე კონკრეტული სუბიექტის პროდუქცია იმ ფასში გაიყიდება, რასაც მას გამყიდველი დაადებს და არა ფასნამატით. ეს არის მთავარი სხვაობა. დანარჩენი, თითქმის იგივე მოდელია რაც ebay და amazon. ფაქტობრივად, ელექტრონულ სივრცეში გადაგვაქვს აქ რეალურად არსებული სავაჭრო ობიექტი. რაც შეგიძლიათ ახლა ფიზიკურად ნახოთ, იმას დაინახავთ თქვენს ეკრანებზე და შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად მის შეძენას”, – განაცხადა ლევან გაგუამ.

საიტზე ძირითადად ადგილობრივი პროდუქცია განთავსდება, თუმცა, იდეის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ სხვა მსურველებთანაც დაიწყონ თანამშრომლობა.

რაც შეეხება მიწოდებას, როგორც ლევან გაგუამ “ფორტუნასთან” განაცხადა, სხვადასხვა საკურიერო ორგანიზაციებთან, ჯერ–ჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შესაბამისად ადგილზე მიტანის ფასი ბაზარზე არსებულის ანალოგიური იქნება.

“ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ ფასნამატი მინიმალური იყოს. ჯერ მოალაპრაკებების პროცესში ვართ კომპანიებთან. მომხმარებელმა უნდა შეძლოს დროის დაკარგვის გარეშე იმავე ფასად შეიძინოს პროდუქცია, როგორც ადგილზე შეიძენდა”, – განაცხადა ლევან გაგუამ.

მისივე თქმით, ეს სერვისი ძირითადად, საბითუმო შესყიდვების თვალსაზრისით იქნება ძალიან მომგებიანი. თუმცა, იქნება საცალო ვაჭრობაც.

“ეს არის რაღაც კორპორატიული შესყიდვები, ასევე ტენდერების ჩატარების დროს ძალიან რთულია იცოდე რა საქონელია და რა ფასი. ის ვინც აცხადებს ტენდერს, ეცოდინება რეალური საბაზრო ფასები, ასევე ნებისმიერ კორპორატიულ შემსყიდველს ეცოდინება კონკრეტულად რა ფასად შეისყიდის მისთვის საჭირო ნივთებს. ეს ეხება რესტორნებს, სასტურმოებს და ა.შ.”, – განაცხადა ლევან გაგუამ.

ამ დროისთვის საიტის კონტენტისა და დიზაინის დამუშავების პროცესი მიმდინარეობს. lilomarket.ge ლილო მარკეტის ოფიციალური ვებ გვერდისგან დამოუკიდებელი და პარალელური სავაჭრო სივრცე იქნება. საიტი სამ ენაზე – ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები