LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოტბარ ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად კონსერვატორიაში კონცერტი იმართება

91

მცირე ხნის წინ 37 წლის ლოტბარი, მუსიკოსი, მომღერალი ზვიად ბერიაშვილი სიმსივნის მძიმე ფორმით გარდაიცვალა. მისი მკურნალობისთვის თანხა შეგროვდა და ზვიადი საზღვარგარეთ გაემგზავრა სამკურნალოდ, თუმცა დაგვიანებული აღმოჩნდა და მუსიკოსის სიცოცხლის შენარჩუნება ექიმებმა ვერ შეძლეს…

ამ დრომდე გარკვეული პერიოდით ადრე, ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ბინის გაყიდვამ მოუწია, სამკურნალო ხარჯების დასაფარად. ოჯახის შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, რაც მუსიკოსი უკანასკნელ დღეებში ძალიან განიცდიდა… ზვიად ბერიაშვილის მეგობრები ოჯახის დახმარებას ცდილობენ, რომელიც შემოსავლისა და ბინის გარეშეა დარჩენილი.

ამ მიზნით არაერთი ღონისძიება იგეგმება, მათ შორის ერთ-ერთი, ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, 10 დეკემბერს, 19:30 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.ს აქველმოქმედო ღონისძიების სახელწოდებაა „ჩვენ ზვიადისთვის“, რომელშიც მონაწილეობენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ერისიონი“, „ბასიანი“, სამების გუნდი, „შვიდკაცა“, „თბილისი“, „იბერი“, „იმერი“ და სხვა.

ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ საიტზე  tkt.ge.

ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი სრულად გადაერიცხება გარდაცვლილი მუსიკოსის ოჯახს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები