LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუჟკოვს კანონდარღვევის ხანდაზმულობის გამო ვერ გაასამართლებენ

42

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის წინააღმდეგ გამოძიება კანონდარღვევის ხანდაზმულობის გამო ვერ დაიწყო. განცხადება შსს  სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცავი უწყების განმარტებით, იური ლუჟკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლოს 2010 წელს იმყოფებოდა, თუმცა, მის მიერ კანონის დარღვევის გამო, გამოძიება არ დაწყებულა. კანონმდებლობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის გამო, შსს დღეს მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაეწყო.

„იური ლუჟკოვი ქვეყანაში ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მიკროავტობუსით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა. საზღვრის გადმოკვეთისას პასპორტში არ ფიქსირდებოდა  ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ყოფნის მონაცემი. ასევე, შესაბამის ბაზაში, რომელიც  ოკუპრებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ იწარმოება, მის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ ყოფილა”, – აცხადებენ შსს-ში.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევით ყოფნას გულისხმობს, ხანდაზმულობის ვადად  ექვს წლიანი პერიოდია დადგენილია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები