LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა და შონ პენი კვლავ ერთად არიან

248

მადონა და შონ პენი კვლავ ერთად არიან. ინფორმაცია 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წყვილის შერიგების შესახებ ცნობილი საქველმოქმედო აუქციონის შემდეგ გახდა, სადაც მომღერალმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მისი ყოფილი მეუღლე 150 ათას დოლარს გაიღებდა, ის მას კვლავ ცოლად გაყვებოდა. პენი შემოთავაზებას დათანხმდა, თუმცა მალევე მისი ლოტი სხვა მონაწილემ შეიძინა. ცოტა ხანში კი მადონამ ის სცენაზე მოიხმო, სადაც პენმა მას ბორკილები გაუკეთა და იხუმრა, რომ ამ გზას ახალგაზრდობაში ისინი ხშირად მიმართავდნენ. მოგვიანებით კი პოპ-დედოფალს ის სიყვარულში გამოუტყდა.

წყვილთან დაახლოებული წყარო ამტკიცებს, რომ მათ სინამდვილეში მართლაც განაახლეს რომანი და უახლოეს მომავალში ერთ სახლშიც აპირებენ ცხოვრებას.

შეგახსენებთ, რომ მადონა და შონ პენი ქორწინებაში 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მას შემდეგ მომღერალი მუდმივად აღნიშნავს, რომ პენი მისი ცხოვრების სიყვარულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები