LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანის პასუხი კრიტიკას – „ვიყავი ზედმეტად ემოციური და მიკერძოებული…“

51

„პროფილის“ გადაცემამ, სადაც მაყურებელმა პირველად იხილა სტალინის „ხატი“ და მისი მხარდამჭერები, დიდი რეზონანსი გამოიწვია. მათ შორის გაისმა კრიტიკა გადაცემის წამყვანის მისამართითაც, რომ ის ამ შემთხვევაში, მიკერძოებული იყო.

„1921 წლის 25 თებერვალს თანამედროვე ტელევიზია რომ ყოფილიყო და მე კოჯრის მისადგომებთან ჩართვაზე ვმდგარიყავი, დავარღვევდი ყველა პროფესიულ სტანდარტს და ვიქნებოდი იქ სადაც ჩემი ქვეყნის პოზიციაა! დიახ, ხუთშაბათს მე მაია ასათიანმა სრულ გონებაზე მყოფმა, წინასწარ განზრახვით დავარღვიე ყველა პროფესიული სტანდარტი… ვიყავი ზედმეტად ემოციური და მიკეძოებული და ასეთი ვიქნები ყოველთვის, როცა საქმე საბჭოთა საქართველოში დაბრუნებას ეხება! დგება მომენტი, როცა ჩვენ ჯერ მოქალაქეები ვართ და შემდეგ ჟურნალისტები!

p.s თქვენ იყავით მშვიდად, ბატონებო,როცა ნახევარი დარბაზი, მათ შორის ახალგაზრდები, სრული სერიოზულობით გიმტკიცებენ, რომ ძია სოსო წმინდანი და რუსეთი მხსნელია! მე ეს არ შემიძლია და მე მგონი, ეს ის დროა, როცა ბრძოლაა საჭირო, ჰოდა, ვიბრძოლებ!“ – წერს „პროფილის“ წამყვანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები