LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისურები პოლიტიკური ქვეტექსტით – ”ბარსელონამ” სეზონის მესამე ფორმა წარადგინა

103

Nike-მა და კატალონიის ”ბარსელონამ” 2018-19 წლების სეზონისათვის განკუთვნილი რიგით მესამე ფორმა წარადგინეს.

ახალი ფორმა ვარდისფერია,მაისურებზე კი ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი გამზირი, Avinguda Diagonal არის დატანილი.

აღსანიშნავია,რომ ქალაქის მოსახლეობა,ტრადიციულად სწორედ ამ გამზირზე აღნიშნავს კატალონიის ეროვნულ დღეს,რომელიც კატალონიელებმა წელსაც,ფორმების პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე ხმაურიანად აღნიშნეს.
”კატალონიის ეროვნულ დღეს” ბარსელონაში იმ იმედით აღნიშანვენ,რომ ერთ დღეს კატალონია ესპანეთისაგან დამოუკიდებელი გახდება.
მაისურების უკანა მხარეს Nike-მა კატალონიის დროშა გამოსახა.

აღსანიშნავია,რომ გუნდების მშობლიური ქალაქების რაიმე გამოსახულების მაისურებზე დატანა Nike-ში წელს ძალიან პოპულარული იდეაა.მაგალითად ”ბარსელონას გარდა” ”რომას”, ”ინტერის”, ”მანჩესტერ სიტის” და ”ატლეტიკოს” ახალი ფორმებიც იკმარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები