LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სასამართლოში უჩივის

77

მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.  მაკა ასათიანი ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა. საქმე ეხება ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს „კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში“. კვლევაში საუბარია შვიდ საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“20%-იანი სადაო წილის შესახებ სასამართლოში მიმდინარე დავას ეხება. რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის მკლევარებსა და მაკა ასათიანის მხარეს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა.

მაკა ასათიანის ადვოკატის თქმით, კვლევის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

„ვერ ვიჯერებ, რომ მიჭირავს ეს ფურცელი და მიწევს კიდევ ერთხელ დავის წამოწყება ახალგაზრდებთან, შეგნებულად აღარ ვასახელებ ორგანიზაციას. არ არის ეს ჩემს ბუნებაში. მე წინა შეხვედრაზე ყველანაირად შევეცადე და მოგეცით შანსი, რომ თავისუფალი არჩევანის შესაბამისად გამოგესწორებინათ ეს შეცდომა, მზად ვიყავი, მეპატიებინა, სიმართლე და სამართალი ხომ ასეთი რამეა, რაც არასოდეს არავის დაუკარგავს. თუ ვინმე უსამართლოს მოიქცა, ყველას პასუხს მოვთხოვ, რადგანაც ვიცავ მამას, რომელიც აღარაა ცოცხალი,”- განაცხადა მაკა ასათიანმა.

სასამართლოს მაკა ასათიანი ორშაბათს მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები