LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუას ძმა დააკავეს, ის ბრალს არ აღიარებს

96

მაკა ჩიჩუას ძმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს – განცხადება ამის შესახებ “რუსთავი 2”-თან  საუბრისას მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატმა ზაზა მიქატაძემ გააკეთა. ჩიჩუას ძმას ბრალი იარაღისა უკანონო შეძენა შენახვა ტარებაში ედება.

„იარაღები ეს არ იყო, ეს იყო ესკიზები, უვარგისი რაღაცა რკინის ნაწილები. მისი გადმოცემით ეს არის სროლისთვის უვარგისი, ვიზუალურადაც რომ დაათვალიეროთ მიხვდებით. 2 იარაღზეა საუბარი,“-განაცხადა ზაზა მიქატაძემ.

მისივე თქმით დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს და დამატებითი დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებისთვის დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები