მაკა ზამბახიძისა და სპორტსმენ მიხეილ ჩოხელის რომანი გარკვეული პერიოდის წინ დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა. მაკა მეუღლესთან ერთად გადღებულ ფოტოებს არ აქვეყნებდა, თუმცა ახლახან, მეგობრის ქორწილში მიხეილთან და შვილთან, სალომესთან ერთად გადაღებული ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოფინა და მეგობრებისა და თაყვანისმცემლებისგან უამრავი თბილი სიტყვა დაიმსახურა.
მაკა მეორე მეუღლეს, ვახო ჭუმბურიძეს საკმაო ხანია, რაც დაშორდა. ვახომ მას შემდეგ ცოლის მოყვანა და მასთან გაშორებაც მოასწრო.