LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე ვალდებულები ვიქნებით, ნაგავი დავახარისხოთ

752

2019 წლიდან ძალაში შედის კანონი რომელიც ოფიციალურად დაავალდებულებს მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტებს, ნაგავი დაახარისხონ.

”ნაგვის სეპარირებულად შეგროვება ეტაპობრივად განხორციელდება , 2020 წლისთვის ქვეყანაში შეგროვებული ნაგვის 20 % უნდა იყოს დახარისხებული, 2025 წლისთვის მაჩვენებელმა  50 % უნდა მიაღწიოს, ხოლო 2030 წლისთვის ქვეყანაში ნაგვის 90 % უნდა დახარისხდეს, ” -აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

ნაგვის დახარისხებულად შეგროვება მოსახლეობისთვისაც სავალდებულო გახდება, კანონის ამოქმედებამდე გაწერილია შესაბამისი ღონისძიებებიც, რაც გულისხმობს, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, სამიზნე ჯგუფებთან მუშაობას და ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვას.

”გარდა მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტებისა, შეფუთვის ნარჩენების სეპარირება  დაევალებათ პროდუქციის მწარმოებლებსაც და ეს მოვალეობა მათზეც გადანაწილდება”-აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

მოსახლეობაში ჩვევის ჩამოყალიბების მიზნით, სპეციალური სანაგვე ურნებში , პლასტიკატის , შუშის,  ქაღალდის და მეტალის დახარისხება ქვეყნის დიდ ქალაქებსა და ორგანიზციებში, საცდელ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს . დახარისხებული ნარჩენების ნაწილი საქარველოშივე გადამუშავდება,  ქაღალდი და მეტალი კი ექსპორტზე გადის.

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები