LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგი მამალაძე პროკურატურას მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოებით მანიპულირებაში ადანაშაულებს

82

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე საბოლოო სიტყვაში პირადი ცხოვრების ამსახველ იმ ინფორმაციაზე საუბრობს, რომელიც სასამართლო პროცესების დახურვის ერთ-ერთი საფუძველი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს, რომელმაც დეკანოზის საბოლოო სიტყვის აუდიოჩანაწერი მოიპოვა.

დეკანოზი საბოლოო სიტყვაში ყურადღებას ამახვილებს გამოძიების მიერ მოპოვებულ ფოტოებზე და აღნშნავს, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, პროკურატურა ცდილობდა, მეუფე დიმიტრისა და სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მისდამი დამოკიდებულება შეეცვალა, თუმცა ეს არ გამოუვიდა.

დეკანოზმა საბოლოო სიტყვაში ასევე აღნიშნა, რომ დაკავების მომენტიდან გამომძიებლები და პროკურორები მისგან პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებასა და თანამზრახველებად მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის მაშინდელი დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის, დასახელებას ითხოვდნენ.

მისივე თქმით, ადვოკატების თანდასწრებით, პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარება საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმაც მოსთხოვა.

„რაც შეეხება ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, ამ ფოტოებშია გოგონა ე.წ. პენუარით სათამაშოებთან ერთად. ეს ფოტოები ამ გოგონას გამოქვეყნებული აქვს სოციალურ ქსელში, მე კი, როგორც მისმა მეგობარმა, გავაფრთხილე და გადავუგზავნე იმ მოტივით, რომ, როგორც მღვდლისთვის, არ იყო სასურველი მსგავსი ფოტოების სოციალურ ქსელში არსებობა. მეორე ფოტოზე გადაღებულია სტიქაროსანი, რომელიც მოდელობის საქმიანობითაა დაკავებული და, რომელსაც თავისივე სოციალურ ქსელში აქვს ფოტოები გამოქვეყნებული, ხოლო ერთ-ერთმა მოძღვარმა, მამა ანდრია თურმანიძემ, გადმომიგზავნა ისინი ინფორმაციისთვის – შენი ტაძრის სტიქაროსანს მსგავსი ფოტოები აქვს გამოქვეყნებული და იქნებ გაესაუბროო. მესამე ფოტო არის პირადად ჩემი, სადაც გოგონას ვკოცნი. რაღაც აღშფოთება გამოიწვია ამან, თითქოს არავის არ ჰქონდეს ნაკოცნი გოგოსთვის. ეს ფოტო 2006 წელს ზაფხულში, ჩემს სასულიერო პირობამდეა, გადაღებული. მეოთხე ფოტოკოლაჟი გახლავთ ქერათმიანი სექსუალური გარეგნობის გოგონასთან სელფები და მისი ცალკეული ფოტოები. ეს გოგონა გახლავთ ჩემი დის შვილი. სასამართლოს ვთხოვ, უზრუნველყოს მომავალში მაინც პროკურატურის ამაზრზენი ქმედებების აღმოფხვრა,“ – განაცხადა გიორგი მამალაძემ.

პოპულალურები