LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამამ 6 წლის შვილი თხის სანაცვლოდ გაათხოვა

86

ექვსი წლის გოგონა საკუთარმა მამამ თხის სანაცვლოდ 55 წლის მამაკაცზე გაათხოვა.

გოგონა, სახელად გარიბგოლი მამამ ცოლად მოლას გააყოლა, შემთხვევა ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში მოხდა.

მოლა სეიდ აბდოლკარიმმა ბავშვის სანაცვლოდ სიმამრს თხა, ერთი ჩანთა ბრინჯი, შაქარი და რამდენიმე ლიტრი ზეთი მისცა.

ქორწილის შემდეგ მოლამ 6 წლის ცოლი ნათესავის სახლში, ქვეყნის სხვა რეგიონში წაიყვანა.

თავდაპირველად მასპინძლებს გოგონა მოლას შვილი ეგონათ, თუმცა მოგვიანებით მათ ეჭვი გაუჩნდათ და მამაკაცმა დაუდასტურა, რომ ბავშვი მისი ცოლი იყო.

ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ მომხდარის შესახებ სასწრაფოდ აცნობა პოლიციას და მოლა დააკავეს. ადგილობრივ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ბავშვთან მამაკაცს სექსუალური კავშირი არ ჰქონია.

ამასთან, ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციამ ბავშვის მამაც დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები