LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: ივანიშვილის შვილებს არ ვიცნობ [ვიდეო]

1445

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის არცერთ შვილს არ იცნობს.

ამის შესახებ ბახტაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე გაშვებული ლაივის დროს, მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ცნობისთვის, ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ. მე ზოგადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ ინიციატივების შემდეგ რაც გავაჟღერეთ, გარკვეული ჯგუფები ეცადნენ გადაეფარათ აქტივობები, იაფფასიანი ჭორებით”, – აღნიშნა მან.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ  მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის მომავალი სიძეა და ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

“ეს ადამიანი გასაგებია, რომ საზოგადოებაში იაფფასიანი სიცრუის ტირაჟირებას ეწევა. თვითონაც იჯერებს ამ იაფფასიან ჭორებს”, – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები