LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: სიღარიბიდან ასეულობით ათასი ადამიანი ამოვიდა [ვიდეო]

115

ფრაქცია  „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში პროგრესი იგრძნობა.

“სად არის ეს გაიაფებული ცხოვრება?” – ინგა გრიგოლიას ამ კითხვაზე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ასეულობით ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან.

მანვე აღნიშნა, რომ ეს ყველფერი ერთ დღეში ვერ ხერხდება, რაზეც წამყვანმა უპასუხა, რომ არა ერთ დღეში, არამედ მეშვიდე წელია რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია.

“ბევრი უკიდურესად გაჭირვებული ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მთავარია ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ივდივართ პროგრესისაკენ და მთავარია, რომ სიღარიბიდან ასეულობით ათასი ადამიანი ამოვიდა. ერთ დღეში არაფერი არ წყდება. ჩვენ თუ ერთ დღეში მოვითხოვეთ ყველაფერი, არარეალური და უტოპიური იქნება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე მსოფლიო ბანკის დადებითი ეკონომიკური პროგნოზები მოიშველია და განაცხადა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები