LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონამ ფიდელ კასტროს მსოფლიო პოლიტიკის კაპიტანი უწოდა

138

დიეგო მარადონა კუბაზე ჩავიდა ფიდელ კასტროსთან გამოსათხოვებლად.
არგენტინელმა კუბელ რევოლუციონერს ლეგენდა და მსოფლიო პოლიტიკის მოღვაწეთა გუნდის კაპიტანი უწოდა.
„მოვედი იმიტომ, რომ ვიყო ჩემი მეორე მამის, ლეგენდის გვერდით, რომელიც მიდის, მაგრამ ტოვებს ძალიან კაშკაშა მემკვიდრეობას, რომელსაც ვერ ვუღალატებთ. ის, ვინც ფიქრობს, რომ კუბა დასუსტება მისი ყველაზე დიდი მოქალაქის გარდაცვალების გამო, ცდება, რადგან კუბა კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახდეს.

15328226_10209332363320824_2138674938_n
მოფლიო პოლიტიკაში ყველა მოთამაშეს შორის კასტრო გუნდის კაპიტანია. მინდა ყველა კუბელს მივმართო და ვუთხრა, რომ ჩემი გული ახლა მათთანაა“, – ასე ილაპარაკა უდიადესმა ფეხბურთელმა კუბის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
კუბის რევოლუციის ისტორიული ლიდერი 90 წლის ასაკში 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა გუშინ, 4 დეკემბერს სანტიაგო დე კუბაში გაიმართა. კუნძულოვან ქვეყანაში 25 ნოემბრიდან მოყოლებული 9-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

1048136923

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები