LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარაო“ გადაცემებს ანახლებს – 18 სექტემბერს ეთერში „უხერხული კითხვების“ ახალი გამოშვება გავა

265

ტელეკომპანია „მარაო“ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ სექტემბრის შუა რიცხვებიდან გადაცემების ახალი გამოშვებებით დაბრუნდება. 18 სექტემბერს პირველი ნიკუშა ხაჩიძის „უხერხული კითხვები“ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ეთერში გადაცემის ორი სეზონი გავიდა, შემდეგ კი „მარაოზე“ რეორგანიზაცია გამოცხადდა და ძველი გადაცემები მეორდებოდა.

18 სექტემბრიდან კი ეთერს დაუბრუნდება „უხერხული კითხვები“, რომელიც ერთ სტუმართან საინტერესო დიალოგსა და მისთვის ისეთი შეკითხვების დასმას გულისხმობს, რომელიც შესაძლოა, მისთვის ჩვეულებრივი ფორმატის თოქშოუში არ დაესვათ. აქამდე გადაცემის სტუმრები უკვე იყო ბევრი ცნობილი ქალბატონი, მათ შორის ნინო სუხიშვილი, მარინა კახიანი, ლაურა რეხვიაშვილი, ირინა სარიშვილი, შორენა ბეგაშვილი, ეკა მამალაძე, თამრიკო ჭოხონელიძე და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები