LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მარსის” შოკოლადის ფილებში ბაქტერია აღმოაჩინეს

813

შოკოლადის ფირმა “მარსმა” ზოგიერთი პროდუქცია მაღაზიებიდან უკან გაიტანა. კომპანიაში ამბობენ, რომ ტესტირებისას შოკოლადის ფილებში სალმონელა დაფიქსირდა.

BBC-ის ცნობით, ბაქტერია მხოლოდ მარსის სამი სახის პროდუქციაში: Galaxy-ში, Maltesers Teasers-ში და bags of Minstrels-ში დაფიქსირდა.

“მარსის” სპიკერმა განაცხადა, რომ შოკოლადები, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს შეიცავდნენ გაყიდვიდან დროულად ამოიღეს: “არც ერთი საშიში ფილა არ შეჭმულა”.

მისი თქმით, გაურკვეველია, შოკოლადის რომელ ინგრედიენტში მოხვდა ბაქტერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები