LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტი, 2008 წლის შემდეგ, ყველაზე თბილი იყო საქართველოში

91

მარტის თვე გამორჩეულად თბილი იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-2 ყველაზე თბილი მარტი ქვეყნისთვის, 2008 წლის შემდეგ.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასული თვის კლიმატური დახასიათება გამოაქვეყნა.

ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+5, +6°C) სამხრეთ საქართვლოს მთიანეთის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მეორე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +27, +30°C-ს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე მიაღწია.

მარტის თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები თვის პირველ დეკადაში აღინიშნა სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე, ასევე, ზემო სვანეთში აბს. მინიმუმები -9, -13°C-მდე დაეცა.

ნალექების რეჟიმის მიხედვით, მარტის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ ნალექიანი იყო. ნორმასთან შედარებით ყველაზე მაღალი გადახრებით ხასიათდებოდა რაჭისა და ზემო იმერეთის რაიონები, სადაც ნალექების ნორმალურ მნიშვნელობებს 2-3-ჯერ აღემატებოდა” – ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ კლიმატურ დახასიათებაში.

აღსანიშნავია, რომ თებერვალიც, ისევე როგორც იანვარი, თბილი იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

სააგენტოს ცნობით, 1960 წლიდან ეს იყო რიგით მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი ქვეყნისთვის 1966, 1977, 2009  და 2013 წლების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები