LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართულ პროცესს გავს – სოფო კილაძე მისი გადადგომის მოთხოვნაზე

93

ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა, მგონი, ეს ადამიანები ამტვრევენ ღია კარებს – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმდჯომარე სოფო კილაძე კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით მას არანაირი ჰომოფობიური განცხადება არ გაუკეთებია.

“წარმოუდგენელია და აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რასაც აკეთებენ და მიჭირს, ბუნებრივია, კომენტარის გაკეთება. მგონი ძალიან უსაფუძვლოა ჩემ გადადგომასათან დაკავშირებით მოთხოვნა. შეიძლება მართული პროცესიც იყოს, რადგან არავითარი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა და ზოგადად, უფლებების თემასთან დაკავშირებით ყველა ადამიანს საკუთარი მოსაზრება აქვს, თუმცა, ასეთი ფორმა მიუღებელია, როცა არავინ არ ჩაგრავს ამ ადამიანებს. უფრო ჰგავს მართულ პროცესს”- აღნიშნა კილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები