LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა ბარისახოში ჩარჩენილი სკოლის მოსწავლეები ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

43

მაშველებმა ბარისახოდან სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გამოიყვანეს. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მათთან შეტყობინება გუშინ შევიდა, რომ უამინდობის გამო, მოსწავლეები ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებდნენ და დახმარება სჭირდებოდათ.

მაშველებმა 19 ადამიანი ვერტმფრენით უვნებლად გამოიყვანეს.

”საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, გუშინ, მივიღეთ შეტყობინება რომ სჭირდებოდათ დახმარება. მაშველებმა, რა თქმა უნდა, ოპერატიულად იმოქმედეს და მოხდა მათი გამოყვანა”, – აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები