LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა საჰაერო მილში გაჭედილი კნუტები გადაარჩინეს

79
უსათაურო დიზაინი

მაშველებმა საჰაერო მილში ჩაცვენილი კნუტები გადაარჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს:

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვარკეთილი 3-ის, მე-4 მიკრორაიონის 414 კორპუსის საჰაერო მილში ჩაცვენილი კნუტები გადაარჩინეს.

კორპუსის მცხოვრებლებს კნუტების ხმა რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდათ, თუმცა მათ ადგილმდებარეობას ვერ მიაკვლიეს.

მაშველებმა კნუტების მდებარეობა განსაზღვრეს და სხვენიდან თოკების დახმარებით ამოიყვანეს.

აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, საჰაერო მილები დალუქოთ მეტალის ბადეებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატების ჩაცვენის ფაქტები საკმაოდ ხშირია.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები