LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი აღმოაჩნდა – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადება

324
BeFunky-collage (1)

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი აღმოაჩნდა.

„8 ივნისს, მოქალაქის ინიციატივით, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #39–დან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომელსაც სავარაუდოდ ცოფის ვირუსის კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა. ცხოველის ლეტალობა 9 ივნისს დაფიქსირდა.

ცხოველის პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად, ცოფის ვირუსის არსებობა დადასტურდა“, – აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, გასულ წელს თბილისში ცხოველებში ცოფის ვირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“, – აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები