LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასეთ პაპანაქებაში საათობით აივანზე ჰყავს დაბმული, დაგვეხმარეთ სანამ ლეკვი დაიღუპება“ – მოქალაქეები პატარა ლეკვის გადასარჩენად გაერთიანდნენ

1563
286661962_2034867000020127_4324689388272164258_n

მოქალაქეები სოციალურ ქსელში პატარა ლეკვის გადასარჩენად გაერთიანდნენ და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ. როგორც ირკვევა, ნავთლუღის ქუჩის 39 ნომერში ლეკვის პატრონს ერთგული მეგობარი აივანზე ჰყავს დაბმული და არასათანადოდ ეპყრობა.

მიუხედავად მეზობლების არაერთი თხოვნისა, პატრონი პატარა ლეკვს მთელი დღის განმავლობაში, მაღალ სართულზე, სიცხეში დაბმულს ამყოფებს და ცხოველს ტანჯავს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მეპატრონე პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და კეთილდღეობაზე.
ამასთან, სათანადო კვებაზე, ადგილის გამოყოფასა და ფიზიკურ აქტივობაზე, ცხოველის სათანადო კვებაზე და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნაზე, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაცული არ არის.

„აივინდან ბოლო 2-3 კვირაა ერთი ძალიან საყვარელი ლეკვის ტანჯვას ვუყურებთ. ასეთ პაპანაქებაში, მეპატრონეს, ძალიან პატარა თოკით, აივანზე ჰყავს დაბმული. ხან აშვებულია და საწყლად დარბის აივანზე – უნდა რომ სახლში შეუშვან. რასაც ვხედავთ, სულ მცირე 8 საათი აივანზეა გამომწყვდეული.

ძალიან წუხს, ყეფს, ოღონდ იმდენად ჩუმად თითქმის არავის ესმის, სავარაუდოდ სიცხისგან ენერგია აღარ აქვს რომ დაყეფოს, სხვა ვარიანტი არ ვიცით, რატომ არ უნდა ჰქონდეს ძაღლს ყეფის დროს ხმა, არავინ აქცევს ყურადღებას.

პირველ ჯერზე, შევხვდით მეპატრონეს და ვუთხარით, რომ სანამ სხვა ზომებს მივიღებდით, მანამდე ემოქმედა. პასუხი იყო ის, რომ ძალიან ხშირად ჰყავს სტუმრები და სტუმრებს აწუხებს, ასევე ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი და მაშინ უშვებს ძაღლს სახლში, როცა ბავშვს ძაღლის მოფერება უნდა, შესაბამისად, აივანზე უნდა ჰყავდეს.

ჩვენმა სტუმრობამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო რომ დაბმული აღარ ჰყავს. იძულებულები გავხდით, გამოგვეძახებინა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. მეპატრონემ კარი არ გაუღო.

მათი თქმითაც, ამ შემთხვევაში კანონიც უძლურია და ერთადერთი თუ რეგისტრირებული არ ჰყავთ, 8 ლარიანი ჯარიმა იყო გამოსავალი. გამოდის მაინც და მაინც ძაღლს უნდა კლავდეს და ვიდეო უნდა გვქონდეს, რომ რამით დააჯარიმონ.

რადგან ვერც კანონი გვეხმარება, გვაინტერესებს, არსებობს თუ არა სხვა გზა, რომელიც აიძულებს მეპატრონეს იზრუნოს ძაღლზე და ამყოფოს სათანადო პირობებში. იქნებ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობდეთ და დაგვეხმაროთ, სანამ ძაღლი დაიღუპება,“– მოუყვნენ „ფორტუნას“ ცხოველთა მოყვარულები.

 

პოპულალურები